2000 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს სამღვდელოებას მისცა კურთხევა შეეძინათ მიწის ნაკვეთები.
2001 წელს დეკანოზმა ზურაბმა (ანთაძე) ძალაანთხევში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთის მახლობლად შეიძინა ტერიტორია წმ. ბასილი დიდის მონასტრის მამათა მონასტრის დაარსების განზრახვით. მალე იქ გაჩნდა ფიცრული ეკლესია და საცხოვრებელი.
2007 წელს მოხდა დეკანოზ ზურაბის ბერად აღკვეცა და მას სახელად ეწოდა ბასილი.
დღეს არქიმანდრიტი ბასილი არის წმ. ბასილი დიდის ძალაანთხევის მონასტრის წინამძღვარი.
მონასტრის ძმობა ითვლის 25 წევრს. კვირაობით და სადღესასწაულო წირვებს რეგულარულად ესწრება მრავალრიცხოვანი მრევლი — მხოლოდ კაცები ჩვენი მონასტრის განაწესის თანახმად.




