ღირსი ბარსანოფი ოპტინელი

5.00

აღწერა

ღირსი ბარსანოფი (1845-1913) ოპტინაში მოღვაწე ერთ–ერთი დიდი და ცნობილი ბერი იყო. ორმოცდაშვიდი წლის ასაკში მან საერო ცხოვრება მიატოვა და ბერად აღიკვეცა. რუსეთ-იაპონიის ომში მამა ბარსანოფი პირდაპირ ფრონტის ხაზზე იღებდა დაჭრილი ჯარისკაცებისგან აღსარებებს, აზიარებდა მათ და მძიმედ დაშავებულთათვის ზეთის კურთხევის საიდუმლოსაც აღასრულებდა. თვითონაც არაერთხელ მდგარა სიკვდილის საშიშროების წინაშე. ომის დამთავრების შემდეგ ბერი თავის მონასტერს დაუბრუნდა. იქითკენ ისე მიისწარფვოდნენ მორწმუნენი როგორც მყუდრო ნავთსაყუდელისკენ, მამა ბარსანოფის სენაკში კი ისინი სულიერ განსვენებას პოულობდნენ. ღირსი მამა სარკესავით ხედავდა ადამიანთა გულის სიღრმეებს. ის აღადგენდა დაცემულებს, ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა არასწორი გზით მავალთ, ჰკურნავდა სულიერ თუ ხორციელ სნეულებებს, განასხამდა ეშმაკებს.

წიგნი ითარგმნა და გამოიცა მღვიმევის წმ. ეკატერინეს დედათა მონასტრის მიერ 2018 წელს.

აქ შეგიძლიათ წიგნი შეიძინოთ ელექტრონულად (PDF, 234გვ.).