მოგონებები მამა გაბრიელზე
₾5.00
აღწერა
წიგნში აღწერილია ოთხი სულიერი დის – ჭიათურის მღვიმევის წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტრის იღუმენიასა და მონაზვნების მოგონებები მამა გაბრიელზე. მასში ცოცხლად არის გადმოცემული მამა გაბრიელის სახე და მისი მოღვაწეობის თავისებურებები; მისი უსაზღვრო სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი. აქვე გაეცნობით სამთავროს უხუცესი მონაზვნების ნათელ სახეებსაც, რომლებიც დღემდე ისე კაშკაშებენ, როგორც განთიადზე მოელვარე ცისკრის ვარსკვლავები. მკითხველი კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ფასდაუდებელ ღვაწლს საქართველოს ეკლესიის წინაშე და უკეთ გაიცნობს მას, როგორც მონაზვნური ცხოვრების განმაახლებელსა და მის დიდი გულშემატკივარს.
წიგნი გამოიცა მღვიმევის წმ. ეკატერინეს დედათა მონასტრის მიერ 2020 წელს. სულ 2020 – 2023 წლებში იყო ხუთი გამოცემა (აქედან ორჯერ რუსულ ენაზე).
აქ შეგიძლიათ წიგნი შეიძინოთ ელექტრონულად (PDF, 234 გვ.).





