ლიმონარი

5.00

აღწერა

წიგნი წარმოადგენს სულის სასარგებლო მცირე ნოველების კრებულს. მისი ავტორია VI საუკუნის მეორე ნახევრისა და VII საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწე მამა – ნეტარი იოანე მოსხი. მან თავის მოწაფესთან –  სოფრონ სოფისტთან ერთად იმოგზაურა პალესტინაში, ეგვიპტეში, სინას უდაბნოში, მცირე აზიაში, კვიპროსსა და რომში. სწორედ ამ მოგზაურობების ნაყოფია ლიმონარი, რაც ქართულად ,,სამოთხეს” ნიშნავს. წიგნი ძველ- ქართულად ითარგმნა დაახლოებით IX-X საუკუნეებში.

კრებული ფართო მკითხველისთვისაა განკუთვნილი, რადგან, როგორც თვით მისი ავტორი აღნიშნავს, “ყველას შეუძლია იპოვოს მასში სულიერი სიტკბო, სარგებელი, შეიგრძნოს მისგან გამომავალი კეთილსურნელება”.

წიგნი გამოცემულია ფსევდონიმით მღვიმევის წმ. ეკატერინეს დედათა მონასტრის მიერ 2005 წელს, ხოლო მეორე შესწორებული გამოცემა დაიბეჭდა 2016 წელს.

აქ შეგიძლიათ წიგნი შეიძინოთ ელექტრონულად (PDF, 378 გვ.).