წმინდა იმპერატორი ნიკოლოზ და მისი ოჯახი

5.00

აღწერა

წიგნი მოგვითხრობს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II-სა და მისი ოჯახის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების, მათი ღვთივსათნო მოღვაწეობისა და მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. მკითხველი გაეცნობა XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს, რომელთა შესახებაც ბოლშევიკური იდეოლოგიის გავლენით ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მცდარი შეხედულებები. საზოგადოების ცნობიერებაში ასევე დამახინჯებული სახითაა აღბეჭდილი თავად იმპერატორის სახე, როგორც პიროვნებისა და როგორც პოლიტიკური მოღვაწისა.

წიგნში გამოყენებულია წმინდა მეფის დაახლოებული პირების მოგონებები და მკვლევართა ნაშრომები, ასევე, მეფისა და დედოფლის დღიურები და წერილები.

წიგნი გამოიცა მღვიმევის წმ. ეკატერინეს დედათა მონასტრის მიერ 2019 წელს და მიეძღვნა წმინდა ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის მოწამეობრივი აღსასრულის 100 წლისთავს.

აქ შეგიძლიათ წიგნი შეიძინოთ ელექტრონულად (PDF, 394 გვ.).